ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით და ხელშეწყობით რეგიონში ცხოველთა თავშესაფარი აშენდება. რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტთან უკვე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება კვლევის ჩატარების და შემდეგ თავშესაფრის კონცეპტუალური პროექტის შედგენის შესახებ.
ამასთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრი” რუსთავისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში კვლევას იწყებს, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება რუსთავის მოსახლეობა, მათ შორის ახალგაზრდები. კვლევის და შემდგომ პროექტის შესახებ პრეზენტაცია ცენტრის წარმომადგენლებმა ,,ლამპარის” მოსწავლეებს წარუდგინეს. კვლევაში სკოლიდან დაახლოებით ოცამდე ახალგაზრდა იქნება ჩართული. 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი საპროექტო სამუშაოებს დაიწყებს.აღსანიშნავია,რომ დღეს ცხოველთა უფლებების საერთაშორისო დღეა, კვლევის დაწყება სიმბოლურად ამ დღეს უკავშირდება.