ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე.
დამტვრეულია სამი მსუბუქი ავტომობილი და #14 მიკროავტობუსი. მიკროავტობუსის მძღოლი საკუთარ ბრალეულობას აღიარებს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე გამოძახებულ იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადაც. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.