„ყაზტრანსგაზის“ ის თანამშრომლები, რომლებიც დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში შემოწმებაზე იმყოფებოდნენ, დაკითხვაზე გადაიყვანეს.
დანგრეული კორპუსის მცხოვრებლები ამბობენ, რომ გაზის სუნი დილიდან იგრძნობოდა. ადგილობრივების თქმით, მათთან „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები შუადღით მივიდნენ, თუმცა შემოწმების შემდეგ განუცხადეს, რომ კორპუსში არანაირი პრობლემა არ იყო და მათ ბუნებრივი აირის სუნი “ეჩვენებოდათ”, შემდეგ კი ტერიტორია დატოვე. ს
აფეთქება დიდ დიღომში ავთანდილის ქუჩაზე 20:30 წუთზე მოხდა. აფეთქებას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არასრულწლოვნის. დაშავებულია 6 ადამიანი, სისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკებში გადაიყვანეს.