საახალწლოდ რეგიონებში სასწრაფო 9030 გამოძახება დაფიქსირდა.
156 შემთხვევაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მოტივს ინტოქსიკაცია, 32 შემთხვევაში კი – პიროტექნიკით სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება წარმოადგენდა.
რაც შეეხება რუსთავს ახალი წლის დღებში სულ 545 გამოძახება დაფიქსირდა , მათ შორის 8 პაციენტი კვებითი ინტოქსიკაციის სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს , პიროტექნიკის არასწორი გამოყენებით კი ხუთმა მიიღო სხეულის საშუალო სიმძიმის დაზიანება.