კოსტავას გამზირზე ,კონსტიტუციისა და სუმგაით მეტალურგების ქუჩებზე ელექტროენერგია შეზღუდულია. მოსახლეობას ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. მოქალაქეებმა,ასევე არ იციან როდოს აღდეგება ელექტროენერგიის მიწოდება.ცხელ ხაზზე დარეკვისას კი მათ ინფორმაციის მისაღებად დაახლოებით 20 წუთი უწევთ ლოდონი. როგორც კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯიაში” TV4-ს განუცხადეს,მოხდა ავარიული გათიშვა,რის შედეგადაც ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ მესამე ფიდერზე მყოფი აბონენტები. კომპანიაში არ აქვთ ინფორმაცია,როდის აღდგება ელექტროენერგია,მათი თქმით ავარიული ბრიგადა ამ დრომდე ცდილობს მიზეზის დადგენას.