საპენსიო სააგენტოს ოფისი თბილისში, ყიფშიძის 7ბ-ში ამოქმედდა.
ასევე ფუნქციონირებს ცხელი ხაზი – 2197676.
ოფისში და ასევე ცხელი ხაზის მეშვეობით მოქალაქეებს დაგროვებითი საპენსიო სისტემის შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლიათ.
დასაქმებულებს კი, შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა საპენსიო შენატანების ადმინისტრირების სისტემაში – ვებგვერდზე pensions.ge. კანონით დადგენილი საპენსიო შენატანების განხორციელებისთვის ეს აუცილებელია.
საპენსიო სააგენტოს უფროსის, ლევან სურგულაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის საიტზე 130-ზე მეტი კომპანიაა რეგისტრირებული.









