მარნეულში, „ავერსის“ კლინიკაში გრიპის სიმპტომებით 59 წლის მამაკაცი მოათავსეს.
ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში, ბოქსირებულ პალატაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ექიმების განმარტებით, ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 ვირუსი.
კლინიკაში H1N1 ვირუსით 39 წლის ქალბატონიც მოათავსეს, რომელიც ასევე მართვით სუნთქვაზე იმყოფება.









