მგზავრები დედაქალაქში ჩასვლას ხვალიდან 1 ლარად და 50 თეთრად შეძლებენ

შეთანხმება მიღწეულია მგზავრები დედაქალაქში ჩასვლას უკვე ხვალიდან 1 ლარად და 50 თეთრად შეძლებენ. გადაწყვეტილება დღეს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე იქნა მიღებული, რომელსაც სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად სამოქალაქო აქტივისტები, კომპანია „ინტერტრანსის“ დირექტორი, ტრანსპორტის პროფკავშირების პრეზიდენტი, საკრებულოს წევრები და მოქალაქის სტატუსით რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ესწრებოდნენ. მხარეებმა დღეს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე სპეციალური კომისიის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. კომპანია „ინტერტრანსის“ დირექტორმა დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებს და დაინტერესებულ პირებს კომპანიის შეთავაზება გააცნო, რომლის მიხედვითაც მძღოლები რუსთავიდან თბილისში მგზავრებს დროებით, 2 თებერვლამდე 1.50 თეთრად ჩაიყვანენ, იქამდე სანამ სპეციალური კომისია მგზავრობის რეალურ ღირებულებას არ შეისწავლის და რეალურ ტარიფს დაადგენს. მძღოლებმა და კომპანიამ გადაწყვეტილება ტრანსპორტის პროფკავშირებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს.დღეს ინტერტრანსის დირექტორს კომპანიის მიერ მგზავრთა გადაყვანების დროს არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებთაც მოუწია კითხვებზე პასუხის გაცემა.

სხდომას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი მოქალაქის სტატუსტით ესწრებოდნენ. მიუხედავად ამისა, დღეს რუსთავის მერს დროებითი სამუშაო ჯგუფის წევრებთან გარკვეული რეკომენდაციებიც ჰქონდა.
სხდომაზე დამდგარ შედეგსა და ტარიფის ძველ ნიშნულზე დაბრუნებას პოზიტიურად აფასებენ სამოქალაქო აქტვისტები. აქცია არა ტარიფის ზრდას ორგანზიატორების თქმიტ, ახლა მთავარია მათ საშუალება მიეცეთ პროცესებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობა მიეცეთ.სხდომაზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. ურთიერთშელაპარაკება და ხმაური შეხვედრაზე ნაციონალური მოძრაობის რეპლიკებს, მოჰყვა, რამაც სამოქალაქო აქტივისტების გაღიზიანება გამოიწვია. სხდომაზე დამწსრე დაინტერესებულმა პირებმა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრებს სხდომის დატოვებისკენ რამდენჯერმე მოუწოდეს. რადგან მათი თქმით, ტრასპორტის საკითხების განხილვა პოლიტიკურ სპეკულაციების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო.
რუსთავის საკრებულოს ტრანსპორტის საკითხების შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფის ხელმძღნვანელის გურამ კვარაცხელიას თქმით, დღეიდან დაიწყება მუშაობა ტრასპორტის ტარიფზე მომუშავე სპეციალური კომისიის შემადგელობასთან დაკავშირებით და მასში ყველა დაინტერესებული მხარე იქნაება ჩართული. კვარაცხელიას ინფორმაციით, პროცესში ექსპრტებიც მიიღებენ მონაწილეობას.
რუსთავის საკრებულოში მისვლამდე ტარიფის დროებით 1.50 თეთრიან ნიშნულზე დარუნების შესხებ განცხადება მძღოლებმა, კომპანიისა და ტრანსპორტის პროფკავშირების ხელმძღვანელმა ერთობლივად გააკეთეს. მათი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი 21 დღის ვადაში არ მოხდება სპეციალური კომისიის მიერ მგზავრობის რეალური ღირებულების დადგენა ისინი ტარიგს კვლავ 2 ლარამდე გაზრიდან ან გაფიცებს დაიწყებენ.