რუსთავი – თბილისის მიმართულებით შესაძლოა ალტერნატიული ტრანსპორტი დაინიშნოს

რუსთავის მერია რუსთავი – თბილისის მიმართულებით ალტერნატიული ტრანსპორტის შემოყვანაზე მუშაობას. ამის შესახებ tv4-ს რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განუცხადა. საუბარია M3 კატეგორიის ტრანსპორტზე, ავტობუსებზე, რომელიც დედაქალაქში მგზავრებს დაბალ ფასად გადაიყვანს. ტაბაღუას თქმით, საკითხზე დედაქალაქის მერიასთან კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს. უკვე ჩატარდა რამდენიმე შეხვედრაც.

“ჩვენ ნოემბრის თვეში თბილისის მერიას მივმართეთ M3 კატეგორიის ატვობუსებთან დაკავშირებით. ამ პროცესში ჩართულები არიან პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები,გიორგი ბეგაძე და პაატა მხეიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით სამი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ თბილისის მერიის შესაბამის სტრუქტურებთან, შეხვედრა გავმართეთ ასევე იმ კომპანიასთან, რომელიც კვლევას აწარმოებს ტრანსპორტის კუთხით თბილისში და ბოლო შეხვედრა გვქონდა გუშინ, სადაც სავარაუდო სამარშუტო პუნქტი განისაზღვრა, რომელიც ოფიციალურად წარგვედგინება რუსთავს და შესაძლებლობა გვექნება გამოვაცხადოთ კონკურსი და M3 კატეგორიაზე გადავდგათ ქმედითი ნაბიჯები.-განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.