მე-7 მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული

მეშვიდე მიკრორაიონში სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟია მობილიზებული. როგორც tv4-ის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში ბუნებრივმა აირმა გაჟონა. სამაშველო ეკიპაჟი მოსახლეობამ გამოიძახა. არსებული ინფორმაციით ბინა დაკეტილი იყო. ამ წუთებში ადგილზე მივიდნენ “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლები. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია არცერთ პირს არ მიუღია.