რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გრიპის ვირუსით მიმართვიანობის სტატისტიკა შემცირდა

სამედიცინო დაწესებულებები კვლავ განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ. გრიპის ვირუსთან დაკავშირებით რუსთავის ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში მიმართვიანობა შემცირებულია , თუმცა როგორც პედიატრიულ განყოფილებაში  tv4-ს განუმარტეს,  ბოლო ერთი კვირის მანძილზე სამედიცინო დაწესებულებაში გართულებული შემთხვევები ფიქსირდება.  პაციენტების დიდ ნაწილს,რომლებიც სტაციონარში მკურნალობენ პნევმონია და ბრონქიტი დაუდგინდა.

ამ დროისთვის ბავშვთა საავადმყოფოში 33 პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და შესაბამისი დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.მედიკოსები  მშობლებს  ურჩევენ ბავშვებს სეზონურად  ჩაუტარონ  ვაქცინაცია  და თავი დაიცვან ვირუსებისგან, ხოლო ვირუსის კლინიკური ნიშნების  გამოვლენისთანავე , დროულად მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას.