რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, ,,რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მ2 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ადგილობრივი, საქალაქო, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დადგენილი ტარიფის შემსწავლელი საბჭოს” სხდომა გაიმართა.
საბჭოს თხუთმეტკაციან შემადგენლობაში, რუსთავის მერიის, საკრებულოს, კომპანია “ინტერტრანსის”, საინიციატივო ჯგუფის, ასევე ტრანსპორტის პროფკავშირების წარმომადგენლები შედიან. საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველ ეტაპზე, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც რუსთავიდან დედაქალაქის მიმართულებით, მგზავრთა ყოველდღიურ ნაკადს, თერთმეტივე ლოტზე სათითაოდ დაითვლიან. მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი იმ ტარიფზე მსჯელობა, რომელსაც საბოლოოდ რუსთავის საკრებულო დაამტკიცებს. მგზავრთა ნაკადის დათვლის პროცედურებს, აღნიშნული ჯგუფები 20 იანვრიდან დაიწყებენ. რუსთავის მერია ბოდიშს უხდის რუსთავის მოსახლეობას იმ დისკონფორტისთვის, რომელიც შესაძლოა აღნიშნული ჯგუფების მუშაობის პერიოდში შეექმნათ.