სახალხო დამცველმა მარნეულელი დაჭრილი ქალის საქმის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველმა მარნეულელი დაჭრილი ქალის საქმის შესწავლა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა მარიამ გვიდიანმა დაასასტურა. მისი თქმით, სამსახური კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის ზომებს მიიღებს. გამოძიება პროკურატურას ოჯახური ძალადობის მუხლით აქვს დაწყებული.

ოჯახის ერთ-ერთი ახლობელის ინფორმაციით, ოჯახის წევრები ქალის მოკვლას არ აპრებდნენ ვინაიდან, დაჭრილი საავადმყოფოში თავადვე წაიყვანეს.

ყიზილაჯლოელი ქალს სამი ჭრილობა, სავარაუდოდ, დედამ იმის გამო მიაყენა, რომ შვილმა უცხო პირს საკუთარი ინტიმური ხასიათის ვიდეო გაუგზავნა. ამჟამად მისი ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

წყარო:”რადიო მარნეული”