ფოთში H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ქალი მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს. ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერდა, ის 6 იანვარს გარდაიცვალა.
სამედიცინო ცენტრში ამ დროისთვის, რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.
საქართველოში აღნიშნული ვირუსით 9 ადამიანია გარდაცვლილი.









