შობის დღესასწაული მიულოცა დმანისის მოსახლეობას ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა.
მხარის პირველმა  პირმა დმანისის მერთან  ერთად  სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს საშობაო ნობათი გადასცა და დღესასწაული პირადად მიულოცა. დმანისის მუნიციპალიტეტში საშობაო ნობათი  სულ 33 ოჯახს გადაეცა.