ავტოსაგზაო შემთხვევას სამი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შემთხვევა ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე მოხდა. ავარიის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტოსაგაო შემთხვევაში მხოლოდ ერთი ავტომობილი მონაწილეობდა.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.