ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევას ფეხით მოსიარულე ემსხვერპლა.

შემთხვევა ნატახტართან მოხდა. მსუბუქი ავტომობილი შუახნის მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი გზაზე გადადიოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276 მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც

ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.