ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მეგობრობის გამზირზე. ერთმანეთს ტოიოტას და ოპელის მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

Tv4 ის ინფორმაციით, ერთ-ერთი ავტომობილი მეორეხარისხოვანი გზიდან გამოდიოდა, რა დროსაც ის მთავარ გზაზე მოძრავ ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.