ავტოსაგზაო შემთხვევა ახალ ხიდზე (+ფოტო)

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალ ხიდზე, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე.

ერთმანეთს “ტოიოტას” და “გოლფის” მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.