„აირსოფტის ეროვნული ფედერაცია“ რუსთავში პოლიგონს მოაწყობს.
,,აირსოფტის ეროვნული ფედერაციისთვის“ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების 1 წლის ვადით უსასყიდლო სარგებლობის უფლების გადაცემის შესახებ დღეს საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი.
რუსთავში, ეგრეთ წოდებული „კუკუშკას“ მიმდებარე ტერიტორიაზე
არსებულ მიწის ნაკვეთზე ,,აირსოფტის ეროვნული ფედერაცია“ საქართველოში პირველ აირსოფტის პროფესიონალური პოლიგონის გაკეთებას აპირებს.
იგეგმება სკოლებსა და ახალგაზრდებს შორის, სპორტულ-პატრიოტული თამაშების ჩატარებაც.