ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება

ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს ინფორმაცია გაავრცელა. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ანტივირუსულ პრეპარატ „ტამიფლუს“ მარაგი აფთიაქებში დღეს შეივსება. მათივე ინფორმაციით, აფთიაქებს შეკვეთილი ჰქონდათ 3 ათასი კოლოფი „ტამიფლუ“ და მარაგი როგორც უკვე ავღნიშნე დღეს შეივსება. რაც შეეხება სამინისტროს მარაგების გამოყენებას, როგორც უწყებაში აცხადებენ, ბოლო დღეების განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, სამინისტრომ აფთიაქები 800 კოლოფი „ტამიფლუთი“ მოამარაგა. გარდა ამისა, უწყების ინფორმაციით, 10 000 კოლოფი „ტამიფლუ“ სამინისტროს მარაგებს უახლოეს დღეებში დაემატება. რაც შეეხება პირბადეებს, რისი დეფიციტიც დიდ სააფთიაქო ქსელებში იყო, სამინისტროში აცხადებენ, რომ აფთიაქებს მარაგები თავად უნდა შეევსოთ. საჭიროების შემთხვევაში კი უწყება მზადაა აფთიაქებს მარაგების შევსებაში დაეხმაროს.