“არა ტარიფის ზრდას” აქციის მონაწილეები მორიგ საპროტესტო აქციას სამშაბათს გამართავენ.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მერიის წინ დილის 10:00 შეიკრიბებიან და კომპანიისგან ტარიფის 1.50 თეთრიან ნიშნულზე დაბრუნებას მოითხოვენ. როგორც ცნობილია სამშაბათს საკრებულოს სხდომა არის დაგეგმილი. პროტესტის მონაწილეები სხდომასაც დაესწრებიან.