თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. შენობაში ჩამსხვრეულია შუშები და არის ხანძარი.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. ისინი ნანგრევებში ჩარჩენილი ადამიანების გამოყვანას ცდილობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, ჯერჯერობით მაშველები მათ გამოყვანას ვერ ახერხებენ.