ამერიკის შეერთებული შტატების შუა დასავლეთის რეგიონებს პოლარული გრიგალი დაატყდა თავს. არ მუშაობს სკოლები და ფოსტა, ათასი ავია და სარკინიგზო რეისი გადაიდო. როგორც ცნობილია, ძლიერ ყინვას აშშ-ის რამდენიმე შტატში ამ დროისთვის, სულ მცირე 12 ადამიანი ემსხვერპლა.
ჩიკაგოში ჰაერის ტემპერატურა -30° გრადუსია და იქ უფრო მეტად ცივა, ვიდრე ანტარქტიდის ზოგიერთ ნაწილში. გაყინულია მდინარეები და გზები. რკინიგზის ლიანდაგების გასადნობად კი ცეცხლი გამოიყენეს.
ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა შესაძლოა, -50°-მდე დაეცეს.