ქვეითად მოსიარულე 33 წლის მამაკაცს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა გორში, ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით დაშავებული მამაკაცი „გორმედში“ გადაიყვანეს, ის რეანიმაცილუ განყოფილებაშია მოთავსებული, მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. აღნიშნული მუხლი სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.