ახალგაზრდული დებატ-კლუბი “პირამიდა” 2 თვიან მუშაობას ასრულებს

ახალგაზრდული დებატ-კლუბი “პირამიდა” 2 თვიან მუშაობას ასრულებს.
პროექტის საზეიმო დახურვა ქ.რუსთავის ისტორიულ მუზეუმში 17:00-ზე გაიმართება. ღონისძიება მოიცავს დებატს რეზოლუციაზე “ატომური ბომბი უნდა განადგურდეს”, სერთიფიკატების გადაცემას და ალაფურშეტს.
პროექტის მხარდამჭერები არიან მერიის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდა”.
დებატ-კლუბი “პირამიდა” 14 ტრენინგის და პრაქტიკულ მეცადინეობების სახით მიმდინარეობდა. კარლ პოპერის ღირებულებითი ფორმატის შესწავლისთვის და მონაწილეებში ორატორული უნარ-ჩვევების დასახვეწად .