თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე მოხდა. ადგილობრივიების თქმით, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, შვიდივე გარდაცვლილი ერთ-ერთი ბანკის მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები. გარდაცვლილებს შორის 2 მამა-შვილი იყვნენ.
შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საავარიო სამსახური, სამაშველო ბრიგადები და სამართლადამცავები არიან მობილიზებულნი.