სანზონაში გარდაცვლილი 4 წლის გოგონას დედის სასამართლო პროცესი სრულად დაიხურა.
პროკურორმა ლევან ჟორჟოლაძემ სხდომის დახურვის შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. მისი განმარტებით, სასამართლოში გაჟღერებული ისეთი ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს საჯაროდ, რომელიც დამნაშავისა და არასრულწლოვანი მსხვერპლის პერსონალურ მონაცემებს შეეხება.
აღნიშნულ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა.
პროკურატურის შუამდგომლობა მოსამართლე დავით კუპატაძემ დააკმაყოფილა.
შეგახენებთ, რომ 22 იანვარს სანზონაში 4 წლის ბავშვი გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, გარდაცვლილი გოგონას დედა ლელა ქსოვრელი შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის დააკავეს, მას არასრულწლოვანთან კონტაქტი ეკრძალებოდა.