გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქ გარდაბანში

ქალაქ გარდაბანში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად, გარდაბნის მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღება 18 იანვარს დაიწყო და 6 თებერვალს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 748 991 ლარს შეადგენს.
სამუშაოები შემსყიდველის მიერ წარმოდგენილი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად უნდა განხორციელდეს.

კერძოდ:
აშილ ბილალის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 427000.39 (ოთხასოცდაშვიდი ათასი ლარი და 39 თეთრი) ლარს.

გამარჯვების ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 347096.36 (სამასორმოდაშვიდი ათას ოთხმოცდათექვსმეტი ლარი და 36 თეთრი) ლარს.

ლელაშხას დასახლებაში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 668141.45 (ექვსასსამოდარვა ათას ასორმოცდაერთი ლარი და 45 თეთრი) ლარს.

სოფელ ქვემო კაპანახჩში მისასვლელი ცენტრალური გზის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 158595.30 (ასორმოცდათვრამეტი ათას ხუთასოთხმოცდათხუთმეტი ლარი და 30 თეთრი) ლარს.

ქვემოკაპანახჩში მისასვლელ ცენტრალურ გზასთან არსებული ჩიხის რეაბილიტაციის ხარჯთაღრიცხვის სამუშაოთა ღირებულება ჯამში არ უნდა აღემატებოდეს 148157.50 (ასორმოცდარვა ათას ასორმოცდაჩვიდმეტი ლარი და 50 თეთრი) ლარს.

ასევე, მიმდინარე წელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელ სართიჭალის შიდა გზები მოასფალტდება.

პროექტის შესასრულებლად 720 910 ლარია გამოყოფილი.

წინადადებების მიღება 22 იანვარს დაიწყო და 7 თებერვალს დასრულდება.