გოგო, რომელიც მესამე სართულიდან გადმოვარდა კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება

საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან გადმოვარდნილი გოგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის კვლავ სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.
როგორც TV4–ს კლინიკა „რუსთავში“ განუცხადეს 22 წლის პაციენტს ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, ნეიროქირურგის ინფორმაციით, პაციენტს სიცოცხლესთან შეუსაბამო დაზიანებები არ აქვს.

შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით მეშვიდე მიკრორაიონში მოხდა, ახალგაზრდა გოგო მესამე სართულიდან გადავარდა და  პირველ სართულზე ე. წ. მიშენებას დაეცა.

დაშავებულის ჰოსპიტალიზაცია სასწრაფო დახმარების ბრიგადამ უზრუნველყო.