გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციის გათვალისწინებით , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში , ტექნიკურ უნივერსიტეტში და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი 11-დან 21 იანვრამდე შეჩერდა.

გარდა ამისა, გრიპის ვირუსის გამო სწავლა საბავშვო ბაღებსა და სკოლებში 1 კვირით გადაიდო.