დავით კირკიტაძე – იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის

“იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის”- ამის შესახებ დავით კირკიტაძემ საკუთარ სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის თქმისას განაცხადა.

” გარდა სამართლებრივი კონტექსტისა, არის პოლიტიკური კონტექსტი. პროკურორმა რამდენჯერმე იცრუა და მოწმეების ჩვენებები სხვაგვარად წარმოაჩინა. ასევე, იკადრეს უკადრებელი, როდესაც მოინდომეს გაყიდვა ჩემი სახლის, რომელიც მამაჩემზეა გაფორმებული.

რაც შეეხება სამართლებრივ საკითხს, ყველა მოწმემ დაადასტურა, რომ არანაირი შეხება არ მქონია მე ბულდოზერთან და მსგავს ტექნიკასთან. მე ვიყავი პოლიტიკური პირი. დღეს პროკურატურა ამ საქმეს იმიტომ ჩაეჭიდა, რომ ასიამოვნონ ხელმძღვანელს. ქვემო ქართლში იყო ჩვენი სრული მხარდაჭერა. ფარცხალაძის პროკურატურის წარმომადგენლების ვერც ერთ პოზიციას ვერ გავიზიარებ. ამასთან, ვაპირებ გამოვცე წიგნი, სადაც ყველაფერს ვიტყვი, თუ ვინ კერავს საქმეებს”, – განაცხადა ბრალდებულმა .