დავით კირკიტაძის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს

დავით კირკიტაძის სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს.

აღნიშნული საქმის მოსამართლე, გიორგი დარახველიძე სათათბიროდ 11 იანვარს გავიდა.

შეგახსენებთ, რომ დავით კირკიტაძის მიმართ გამოძიება სხვა სისხლის სამართლის საქმეზეც მიმდინარეობს. მას ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის.

აღნიშნულ საქმეზე კირკიტაძეს პატიმრობა აქვს შეფარდებული.