დღეიდან TV4-ის ეთერში მხატვრული ფილმების ექსკლუზიური ჩვენება დაიწყო. TV4-ის მაყურებელს სხვადასხვა ქვეყნის ცნობილი კინორეჟისორების მიერ გადაღებული ფილმების ნახვის საშუალება ყოველდღე ექნება. ისტორიული, სათავგადასავლო და სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ფილმები ყველა გემოვნების და თაობის წარმომადგენლებს დააინტერესებს.მხატვრული ფილმები არხის სამაუწყებლო ბადეში დღის განმავლობაში რამდენჯერმე იქნება ხელმისაწვდომი.