დღეს 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულები დააჯილდოეს (+ფოტო)

დღეს 2016-2017 სასწავლო წლის წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
რუსთავის კერძო და საჯარო სკოლების წარმატებული  კურსდამთავრებულები ოქროსა და ვერცხლის მედლებით,  სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, მაჟორიტარმა დეპუტატმა,  საკრებულოს თავმჯდომარემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოეს. 2016-2017 სასწავლო წლებში რუსთავში სასწავლო კურსი წარჩინებით 78 მოსწავლემ დაასრულა. აქედან 57 მოსწავლემ ოქროს მედალი მიიღო, ხოლო 21 მოსწავლეს ვერცხლის მედალი გადაეცა. როგორც რუსთავის რესურს ცენტრში აცხადებენ, რუსთავში წარჩინებული მოსწავლეების სტატისტიკა წლიდან წლამდე მზარდია და 2017-2018 წლებში 103 მოსწავლის დაჯილოება იგეგმება.

განათლების მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტრო წარჩინებულ კურსდამთავრებულებს ყოველწლიურად აჯიდლოებს. პროექტი ნიჭიერი კურსდამთავრებულების გამოვლენასა და სასწავლო პროცესის სტიმულირებას ისახავს მიზნად.