„ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს რუსთავში ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს რუსთავში.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 იანვარს 11:00-დან16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მშენებელთა, ფიროსმანის, გოგებაშვილის, კლდიაშვილის, მეგობრობის, თოდრიას, თბილისის, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე; აგრეთვე ელექტროენერგიის მომარაგება შეეზღუდება ქალაქის საავადმყოფოს, ბავშვთა საავადმყოფოს, პროკურატურას, საპატრულო პოლიციას და მათ მიმდებარე ტერიტორიას. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.