რუსთავში, ლეონიძის სკვერში ელექტრონული ბიბლიოთეკის სტენდი დააზიანეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ სოციალური ქსელში რუსთავის გვერდის ერთ-ერთი მომხმარებელიმა თორნიკე შენგელიამ ფოტო გაავრცელა “არ ვიცი ამის ჩამდენს რა დავარქვა.
რატომ? რისთვის? ხომ შენთვის ჩემთვის და ყველასთვის არის? რატომ აფუჭებ შენსას, ჩემსას ჩვენსას? ”
აღნიშნული ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდის დაზიანების ფაქტი პირველი არ არის მსგავსი ფაქტი რამდენჯერმე დაფიქსირდა.
შეგახსენებთ , ელექტრონული ბიბლიოთეკა “საბას” და რუსთავის მერიის ერთობლივი პროექტის ფარგლებში რუსთავში სხვა და სხვა მისამართებზე მოეწყო. პროექტის მიზანს წიგნის და ლიტერატურის პოპულარიზაცია და ახალგაზრდები წიგნიერების დონის გაზრდა წარმოადგენს.









