თბილისის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომელი მგზავრების კუთვნილი ბარგიდან ნივთების მოპარვის ბრალდებით დააკავეს. ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა. ქურდობა აეროპორტში დამონტაჟებულმა კამერებმაც დააფიქსირეს.
ინფორმაცია შსს-შიც დაადასტურეს. უწყებაში განმარტავენ, რომ აეროპორტის მმართველი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” თანამშრომელი, კერძოდ კი მტვირთავი-მუშა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვე პუნქტით არის დაკავებული.
წყარო: პრაიმტაიმი