თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალა.
მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. თუმცა რა ვითარებაში ამ დროისთვის უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბავშვის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.