რუსთავიდან თბილისში, მაღლივი კორპუსის მიმართულებით, მოძრავი #19 ე.წ თეთრი მიკროავტობუსების მძღოლები მარშრუტებს სამი დღეა არ ასრულებენ.
როგორც მიკროავტობუსების მძღოლები tv4-თან საუბრისას განმარტავენ , პროტესტის ნიშნად 25 იანვრის შემდეგ მათ რეისები შეწყვიტეს. მძღოლებმა მარშრუტების შესრულება მას შემდეგ შეაჩერეს, რაც პეკინის ქუჩაზე გადაადგილება აეკრძალათ და 500 ლარით დაჯარიმდნენ. მათივე თქმით პეკინის ქუჩაზე დამონტაჟებული „ჭკვიანი კამერები“ მხოლოდ თეთრ მიკროავტობუსებს აჯარიმებენ. მძღოლები კომპანია „ინტერტრანსისგან“ მოითხოვენ მოხდეს დროული რეაგირება და მიიღონ პეკინის ქუჩაზე გადაადგილების ნებართვა.
ამ დროისთვის რუსთავიდან პეკინის ქუჩის გავლით, მაღლივი კორპუსისკენ მარშრუტებს მხოლოდ 7 ყვითელი მიკროავტობუსი ასრულებს, რის გამოც მგზავრებს გადაადგილების დროს პრობლემები ექმნებათ.