იანვრიდან თამბაქოს მწარმოებლებს გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ

2019 წლის პირველი იანვრიდან თამბაქოს მწარმოებლებს გაზრდილი გადასახადის გადახდა მოუწევთ. უფილტრო სიგარეტის აქციზის გადასახადი დღეს არსებული 60 თეთრიდან 1.70 ლარამდე იზრდება, რაც 1.10 ლარის გაძვირებას წარმოადგენს. აქციზის ზრდა სიგარეტის ღირებულებასთან მიბმული ადვალური გადასახადის ზრდასაც იწვევს, რაც ჯამში 1.21 ლარიან გაძვირებას წარმოადგენს. ფილტრიანი სიგარეტის ადვალური გადასახადი კი დღეს არსებული 10%-დან 30%-მდე გაიზრდება, რაც კოლოფი სიგარეტის ფასს საშუალოდ 18%-ით გაზრდის.

როგორ გაძვირდება ბაზარზე არსებული პროდუქცია?

მაგალითად, უფილტრო სიგარეტი, რომელიც დღეს 2.5 ლარი ღირს, დაახლოებით, 3.71 ლარამდე გაძვირდება. ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც 4 ლარი ღირს, 4.72 ლარამდე გაძვირდება. თუ თქვენ ყიდულობთ სიგარეტს, რომელიც 5 ლარი ღირს, ამ დროს, თქვენ იხდით 1.70 ლარს აქციზური მარკის ღირებულების სახით და 45 თეთრს ადვალური გადასახადის ღირებულების სახით. ანუ მთლიანობაში, თქვენ მიერ ნაყიდი სიგარეტიდან ფინანსთა სამინისტროს 2.16 ლარი მისდის, მწარმოებელს კი პროდუქტის თვითღირებულების დასაფარად, მარკეტინგის, დისტრიბუციისა და ადმინისტრაციული ხარჯების დასაფინანსებლად მხოლოდ 2.84 ლარი რჩება.

ფილტრიანი სიგარეტი, რომელიც დღეს 5 ლარი ღირს, დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ, 5.90 ლარი ეღირება. ამ დროს, თავად მწარმოებელი 2.84 ლარს მიიღებს, ხოლო ცენტრალურ ბიუჯეტში 3.06 ლარი გადაირიცხება. ეს ნიშნავს, რომ თამბაქოს ღირებულების დაახლოებით, 48% ფინანსთა სამინისტროში გადაირიცხება.

6-ლარიანი ფილტრიანი სიგარეტის ფასი, დაახლოებით, 7.09 თეთრი გახდება.

თამბაქოს ნაწარმის ასეთმა გაძვირებამ ქვეყანაში შესაძლოა, კონტრაბანდული სიგარეტის მოცულობა კიდევ გაზარდოს.