გასული წელი მძიმე წელი იყო როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
“დღეს ვაცილებთ ძველ წელს. გასული წელი იყო მძიმე წელი როგორც საქართველოსთვის, ისე მსოფლიოსთვის. ღმერთმა ინებოს სიხარულით იყოს აღვსილი 2019 წელი. მიუხედავად სიმძიმისა მაინც მადლობას ვწირავთ უფალს გასული წლისთვის”,- აღნიშნა პატრიარქმა.
ქადაგების შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში უწმინდესმა სამადლობელი პარაკლისი აღავლინა.