მარნეულის მუნიციპალიტეტში 15 წლის მოზარდი ბუნებრივი აირის გაჟონვით გარდაიცვალა.
შემთხვევა 10 იანვარს საღამოს საათებში მოხდა. გარდაცვლილი მარნეულის ნომერ 2 საჯარო სკოლაში სწავლობდა.
ადგილზე იმყოფებოდა „სოკარ გაზის“ ტექნიკური ჯგუფი, მათი განმარტებით სახლში წყლის გამათბობელი არასწორად იყო დამონტაჟებული.
შსს-ის ინფორმაციით მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.