მგზავრობის ტარიფი სავარაუდოდ 1 .50 ნიშნულს დაუბრუნდება

ხვალიდან მძღოლები პირველ თებერვლამდე მგზავრებს ძველი ტარიფით გადაიყვანენ. პროფკავშირებს და კომპანია “ინტერტრანსს “შორის მოლაპარაკების შედეგად მძღოლები დათმობაზე წავიდნენ და 20 დღის ვადაში მგზავრობის ტარიფი ძველი ნიშნული იქნება. როგორც ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარემ ლავრენტი ალანიამ განაცხადა,კომპანია და პროფკავშირები ითხოვენ,შეიქმნას კომისია ,რომელიც სამხარაულის დასკვნას დადებს ,  რის შედეგადაც დადგინდება ,მგზავრობის რეალური ტარიფი. პროფკავშირების განცხადებით,თუ ადგილობრივი ხელისუფლება ამ წინადადებას დათანხმდება,კომისიის შემადგენლობას თავად დაადგენს.მძღოლების თქმით, დათმობის მიუხედავად,მათი პოზოციიით მგზავრობის რეალური ღირებულება 2 ლარი უნდა იყოს. ასევე ,თუ ადგილობრივი ხელიაუფლება დღეს წინადადებას არ დათანხმდება,ხვალიდან ტარიფი კვლავ ორი ლარი იქნება.