მერიაში კომპიუტერი მოიპარეს

მერიაში კომპიუტერი მოიპარეს. შემთხვევა კონკრეტულად ხონის მერიაში მოხდა.
მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ დილით სამსახურში მისულებს კომპიუტერი აღარ დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით აღნიშნულ საქმეზე, გამოძიება 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.