მშვიდობის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა ამ დროისთვის ქუჩაზე ახალი ტექნოლოგიით ბორდიულის მოწყობა მიმდინარეობს.

ბორდიულების მოწტობისთის რუსთავში პირველად ჩამოიყვანესსპეციალური ტექნიკა, რომელიც ადგილზევე ასხამს ბეტონის ბორდიულს.
ბორდიული მოეწყობა მშვიდობის ქუჩის მთელ პერიმეტრზე, გარდა ამისა , ფეხითმოსიარულეთათვის მოეწყობა ტროტუარები.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ქუჩა, წლების განმავლობაში ამორტიზირებული იყო და მისი რეაბილიტაცია, მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე დაიწყო.სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჰერიო“ რუსთავის მერიის დაკვეთით ასრულებს ,სარეაბილიტაციო პროცესს კი ზედამხედველობას, ოპტიმალ გრუპ+ უწევს.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 მლნ 221 776 ლარს შეადგენს.