პიროტექნიკის აფეთქების შედეგად 4 არასრულწლოვანი დაშავდა , აფეთქების შედეგად, ოთხივე მათგანს კიდურების დაზიანება აღენიშნებოდა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ეკიაჟმა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს , საავადმყოფოს ექიმი-ორთოპედის, ბიძინა კანაშვილის განცხადებით, ერთ-ერთმა პაციენტმა აფეთქებისას თითი დაკარგა.
„1-ელი იანვრის მსგავსად, კლინიკაში 4 პაციენტი შემოიყვანეს, რომელთაც აღენიშნებოდათ პიროტექნიკის აფეთქების შედეგად მიყენებული დაზიანებები. მათი ასაკი 8-დან 15 წლამდეა. დაზიანებული ჰქონდათ კუნთები, მყესები, აღენიშნებოდათ ძვლების მრავლობითი მოტეხილობა. აფეთქების დროს ხშირად ზიანდება ხელის ფალანგები, რაც ნაღმზე დაზიანებას წააგავს”,- აღნიშნა ბიძინა კანაშვილმა.
ექიმის თქმით, ბავშვების მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მათ დაახლოებით, 3-4 დღეში გაწერენ.