რა მოთხოვნები აქვს რუსთავის საკრებულოს ენერგო და გაზგამანაწილებელ კომპანიებთან

რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს დეპუტატები ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ,,რუსთავის წყალის” ,,სოკარ ჯორჯი გაზის”და ,,ენერგო პრო ჯორჯიას წარმომადგენლებს” ხვდებიან. შეხვედრის ფარგლებში დეპუტატებმა კომპანიის წარმომადგენლებს იმ პრობლემების შესახებ წარუდგინეს პრეზენტაციები, რომელიც ქალაქში კონკრეტული კომპანიების კომპეტენციის ფარგლებში დგება. სოკარ ჯორჯია გაზს წარმომადგენლობითმა ორგანომ რეკომენდაცია გაუწია,დამონტაჟდეს სპეციალური სანათები, დეტექტორები, რომლებიც სადარბაზოებში და საცხოვრებელ კორპუსებში ბუნებრივი აირის გაჟონვის ფაქტს დააფიქსირებს. ასევე საკრებულოს რეკომენდაციით უნდა განთავსდეს საინფორმაციო ბანერები კომპანიის ცხელი ხაზის მითითებით.

რუსთავის კორპუსის ხელმძღვანელის, ზვიად ლაბაძის თქმით,საინფორმაციო ბანერებთან დაკავშირებით მუშაობა უახლოეს დროში დაიწყება.

გარდა ამისა, დეპუტატებმა ,,სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენლებისგან მოისმინეს განმარტებები ბუნებრივი აირის გაჟონვის ხშირ შემთხვევებთან დაკავშირებით. “სოკარ ჯორჯია გაზის„ წარმომადგენლებმა შეხვედრის ფარგლებში ბუნებრივი აირის ნამწვით  ინტოქსიკაციის მიზეზთან დაკავშირებით, ძველი და თვითნებურად დამონტაჟებული წყალგამაცხელებლების არსებობა დაასახელეს.