სიმბოლლური აქტი. რუსთავი-თბილისის მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსში რუსთავის მერმა აქციის მონაწილეებთან ერთად 1.50 თეთრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი გააკრა, ხოლო 2 ლარიანი ბანერი ჩამოხსნა. აღნიშნული ე.წ დაუმორჩილებლობის აქტის განხორციელება აქციის მონაწილეებმა მერს თავად შესთავაზეს პასუხად, იმ თვითნებური გადაწყვეტილებისა, რომელიც კომპანიამ მგზავრობის ტარიფების ზრდის შესახებ მიიღო. რუსთავის საკრებულოს დადგენილებით დედაქალაქამდე მგზავრობის ღირებულება 1.50 თეთრს შეადგენს.
“ინტერტრანსისთვის” მერიას და საკრებულოს ტარიფის ცვლილებასთან დაკავშირებით თანხმობა არ მიუცია.
მგზავრობის ტარიფის ზრდის წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაგეგმილი საპროტესტო აქცია რუსთავის მერიასთან რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, აქციის მონაწილეებს რუსთავის მერიც შეუერდა. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.
რაც შეეხება სამოქმედო გეგმას , აქციის მონაწილეები მერიის წინ სამშაბათს, რვა იანვარს შეიკრიბებიან და ტარიფების ზრდას კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ. გარდა ამისა აქციის მონაწილეები სამშაბათს დაგეგმილ საკრებულოს სხდომასაც დაესწრებიან.