რომელ წლამდე გაცემული მართვის მოწმობები კარგავს იურიდიულ ძალას

საქართველოში 2014 წლის პირველ მარტამდე გაცემული ჩ, ჩE, D, DE, ჩ1, ჩ1E, D1 და D1E კატეგორიის და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობები იურიდიულ ძალას კარგავს. აღნიშნული კატეგორიისა და ქვეკატეგორიის მართვის მოწმობის შეცვლა მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალშია შესაძლებელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ცვლილება არ ვრცელდება ყველა სხვა: „A“, „B“, „BE“, „თ“, „შ“, „A1“ და „B1“ კატეგორიის და ქვეკატეგორიის ნაწილზე.მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა.

მართვის მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის შემთხვევაში კი – 35 ლარი.

მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2014 წლამდე, მაგრამ განახლებულია 2014 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა უნარჩუნდება და მათი შეცვლა საჭირო არ არის.იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ მიმდინარე წლის 1 მარტამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად. მძღოლი შესაბამისი კატეგორიის ავტომობილის მართვას მხოლოდ მას შემდეგ შეძლებს, რაც მართვის მოწმობას შეცვლის.